AstraZeneca-მ ევროკავშირში COVID-19-ის ვაქცინისთვის ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანა

AstraZeneca-მ ევროკავშირში COVID-19-ის ვაქცინისთვის ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ (EMA) 12 იანვარს განაცხადა, რომ ის დაჩქარებული წესით შეისწავლის განაცხადს.

თუკი რეგულატორი ვაქცინას მოიწონებს და მას ევროკომისია ოფიციალურად დაამტკიცებს, ეს იქნება მესამე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირში დაუშვებენ Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემდეგ.

ცნობისათვის, ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.