თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხეებსა და ბალახს უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
 
                                 
                             
                                                                
                         
                                 
                                 
                                 
                                 
                                