საქართველო 1-7 სექტემბერს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად პირველად მასპინძლობს.
ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ გაიმართება.
პირველ სექტემბერს, თბილისი არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, ბელგიას დაუპირისპიდება.
საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანზონაში 31 აგვისტოს გაიხსნა.