უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა.
„რუსული პროპაგანდა თებერვლიდან: NATO-მ პროვოცირება მოახდინა“. პუტინი დღეს: „ჩვენი მიზანია უკრაინისთვის ძირის გამოთხრა, ჩვენ უარვყოფთ ასეთი ქვეყნის არსებობას". რუსეთში ცოდნის დღეს (პირველ სექტემბერს აღინიშნება. რედ.), ისტორიის გაკვეთილი უნდა გვახსოვდეს. უკრაინა - ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო.
უკრაინა - თქვენი სამარცხვინო აღსასრულის ადგილია“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის ახალი „მიზნის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში თითქოს „ანტირუსული ანკლავი“ იქმნება, რომელიც რუსეთს ემუქრება.