აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის შეხვდა, იუწყება Trend-ი. რომში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
„იტალიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. იტალია აზერბაიჯანის პირველი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვამ 9,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, მიმდინარე წლის შვიდ თვეში კი, 11 მილიარდი დოლარი იყო.
დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის პირველი დღეა იტალიაში. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ლიდერებთან მომავალი შეხვედრები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, - განაცხადა ალიევმა.