თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ჩავიდნენ.
ერთობლივი ტაქტიკური და საფრენოსნო წვრთნები - „TurAz Qartalı-2022“ 5 სექტემბერს დაიწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისთვის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, მათ შორის პერსონალის დისლოცირების, წვრთნების დაგეგმვისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების ჩათვლით.