EBRD უკრაინის რკინიგზას €100 მილიონიან სესხს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უკრაინის რკინიგზას €100 მილიონის ოდენობით სესხს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, სახსრები გამოყენებული იქნება ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად და უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჭიროებების დასაფინანსებლად.