სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა.
"პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 20.8 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 20.3 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 19.8 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 18.7 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.6 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.1 პროცენტი, ხილი – 2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 9.6 პროცენტით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ 3 პროცენტამდე მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევრიდან ელოდება.