გერმანიის, იტალიის, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების საბრძოლო და დამხმარე თვითმფრინავები ბრიტანეთის ბაზაზე დაეშვნენ.
NATO-ს მხარდაჭერით დაგეგმილ წვრთნებში - „Cobra Warrior“ NATO-ს მოკავშირეები მაღალი ინტენსივობის ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ.
წვრთნები მთელი სექტემბრის განმავლობაში ჩატარდება.
Cobra Warrior-ს სამეფო საჰაერო ძალები ხელმძღვანელობს.
„Cobra Warrior არის ყველაზე მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელსაც RAF დიდ ბრიტანეთში ატარებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ NATO-ს მთავარ მოკავშირეებთან, რითაც ჩვენს ავიატორებს შეუძლიათ, ისწავლონ და შეინარჩუნონ უაღრესად რთული უნარები, რომლებიც საჭიროა სინქრინული ოპერაციების ჩასატარებლად ახლა და მომავალში“, - აღნიშნავს ბრიტანული მხარე.