უკრაინა რუსი ოლიგარქების კომპანიას 2 მილიარდ გრივნაზე (უკრაინული ვალუტა) მეტი ოდენობის აქტივს ართმევს. პროკურატურამ რუსული მწარმოებლის კუთვნილი $54 მილიონის ქონება დააყადაღა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.
მისივე ცნობით, ვინიცის ოლქში არსებული აქტივები დაუდგენელ რუსულ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც საყოფაცხოვრებო ქიმიურ პროდუქტებს აწარმოებს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საწარმოს ბოლო ბენეფიციარი ერთ-ერთი ცნობილი რუსი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას წარმოადგენს.
საწარმოში ჩატარდა არაერთი ჩხრეკა, ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, სერვერის აღჭურვილობა და სხვა დოკუმენტები.
დალუქულია თითქმის 5 ათასი ტონა ტვირთი.