საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამასთან, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ზაკროსიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა.
უცხოური მედიის ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 7:13 საათზე დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.