თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხდა.
მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.
ამასთან, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დეტალურად განიხილონ ეს საკითხები უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, 15-16 სექტემბერს დაგეგმილ სამიტზე.