ჩეხეთში, ატრაქციონზე ავარიის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა. ჯაჭვის კარუსელის სავარძლების ნაგებობა ცენტრალურ სვეტზე დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა. დაშვებისას ბრუნი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ შესრულდა.
პოლიციის ცნობით, ხალხი დაშავდა, რადგან როდესაც არტაქციონის სავაძლების კონსტრუქცია მიწაზე დაეცა, მექანიზმი ბრუნვას განაგრძობდა.
მომხდარის დეტალებს პოლიცია იკვლევს. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა მუშაობდა.