გერმანია უკრაინელ დევნილებს 199 მილიონი დოლარის დახმარებას ჰპირდება.
გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ბერლინი გამოყოფს 200 მილიონ ევროს (199 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამების დასაფინანსებლად. იტყობინება Reuters Funke Media Group-ზე დაყრდნობით.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ორშაბათს ბერლინს ეწვევა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.