აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 1,1 მილიარდი დოლარის სამხედრო აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა, მათ შორის 60 ხომალდსაწინააღმდეგო და 100 საავიაციო რაკეტა (AAM) იტყობინება CNN.
პენტაგონმა ამ პაკეტის შესახებ, ტაივანის ირგვლივ ჩინეთის სამხედრო წვრთნების შემდეგ, პარასკევს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა, გასულ თვეში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი კუნძულზე.
პაკეტში ასევე შედის Sidewinder რაკეტები, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 85,6 მილიონი დოლარია. ასევე, 355 მილიონი დოლარის ღირებულების Harpoon საზენიტო რაკეტები. აშშ ტაივანის „სარადარო პროგრამის“ მხარდაჭერასაც გეგმავს, რომლის ღირებულებაც პენტაგონის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, განაცხადა, დაახლოებით, 665,4 მილიონი დოლარია.