აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია არ იძლევა იმედს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაში ომი დაასრულოს.
„პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ ის მზადაა, დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობები”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
რუსი ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, კირბიმ განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება”.
„პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება“, - აღნიშნა კირბიმ.