რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამასთან, ხაზი გაუსვეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო კავშირების დამყარების მიზნით კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას.
„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 31 აგვისტოს ბრიუსელში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის რამდენიმე პრაქტიკული საკითხი, მათ შორის ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ჰუმანიტარული სფერო. ისინი კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“, - წერს აზერბაიჯანული მედია.