პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანიაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
შმიგალმა უკვე გამართა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. უკრაინის მიწებიდან დამპყრობლების განდევნისთვის, ქვეყანას მოკავშირეებისგან კიდევ უფრო მეტი მძიმე იარაღი სჭირდება.
„იარაღი, ფინანსები, სანქციები, რუსეთის პროვოკაციები ZNPP-ში, ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, ჩვენი გამარჯვება და უკრაინის აღმშენებლობა. ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან განხილვის დღის წესრიგია“, - წერს შმიგალი Twitter-ზე.