ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ნიდერლანდების დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.