უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
„ომის დროს, შაბათ-კვირა არ არის. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ფრონტზე მყოფებთან. დეტალებს არ გეტყვით, მაგრამ უკრაინის დროშები ბრუნდება იმ ადგილებში, სადაც უნდა იყოს.
ჩვენს მიწაზე ოკუპანტების ადგილი არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
უკრაინული მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედროებმა კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს. თუმცა გენშტაბს ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.