თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 81, დამატებით დროში დაამარცხა.
წუთის და 24 წამით ადრე, სანდრო მამუკელაშვილის სამქულიანით, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. ამის შემდეგ თურქეთს ტექნიკური ჯარიმა მისცეს და საქართველო დაწინაურდა - 88:81. თურქეთმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლო და მხოლოდ ორი ქულა მიითვალა.
საბოლოო ანგარიში - 88:83 დაფიქსირდა.
მანამდე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე გაათანაბრა.
34 წამით ადრე, ანგარიში 66:66 იყო.
ბოლო შეტევა თურქეთის ნაკრებმა გამოიყენა და ორი ქულით გავიდა წინ.
ამის შემდეგ, საქართველოს შესატევად 11 წამი დარჩა, რაც გუნდმა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა.
პირველი ოვერტაიმიც ფრედ დასრულდა.
ეს ანგარიში კი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირდა.