ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ისევ უარი უთხრა. ამის შესახებ ფოტიგამ Twitter-ზე დაწერა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის დედისგან, გიული ალასანიასგან და თანაგუნდელისგან, გიორგი ჩალაძისგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მოისმინა.
„აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და მხნეობით", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გასული წლის 10 ნოემბერსაც ითხოვა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო.
ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.