დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელების ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები გარდაძე-ტიბეტის ავტონომიური რეგიონის დასავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 16 კმ სიღრმეზე, ხოლო ეპიცენტრი ლუდინის ოლქიდან 39 კილომეტრში მდებარეობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 მაშველი ლუდინიდან და კიდევ 530 მიმდებარე დასახლებული პუნქტიდან მიწისძვრის ზონისკენ მიემართებიან. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის კადრები ჩანს.