მედია: ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო 20 წლის მინიმუმზეა

Financial Times-ის ცნობით, ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. 5 სექტემბრის დილას ევროს კურსი 0.71 პროცენტით დაეცა და ერთი ევრო 0.9883 დოლარი ღირდა.

„ეს არის ევროს ყველაზე დაბალი კურსი 2002 წლის დეკემბრის შემდეგ“, - წერს გამოცემა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ევროს აშშ დოლართან მიმართებით ვარდნა, ევროპული ეკონომიკის გაურკვევლობით დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა Nord Stream-ი სრულად გააჩერა. 

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის.

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს. 

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.