„დღეს ჩვენ მოვემგზავრებით ბირიუსელში, სადაც ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა იმართება. დელეგაციას პირადად ვუხელმძღვანელებ, რომელშიც ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც იქნებიან“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე ბუნებრივია ჩვენ გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გაეცანით Europetime-ს სტატიას: