აზერბაიჯანში თურქეთთან TurAz Qartalı-2022 ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები დაიწყო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, განჯაში TurAz Qartalı-2022 წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ქალაქ განჯის მერი ნიაზი ბაირამოვი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები დაესწრნენ. გაჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიების მონაწილეებს სავარჯიშოების მიზნები და პროგრამა გააცნეს.
წვრთნების დროს, ორი ქვეყნის საჰაერო ძალების ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების და სხვა ამოცანების შესასრულებლად მანევრები შემუშავდება.