ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაზაინებულია რამდენიმე შენობა და სულ მცირე ერთ რაიონში გათიშულია ელექტროენერგია.
ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის კადრები ჩანს.