სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. 

„ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.