საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს - მეხანძრე-მაშველებს, ჯარისკაცებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს და რეზერვისტებს მადლობას უხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ეს დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გუშინ, დედაქალაქის შემოგარენში იყო ხანძრები და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, რეზერვისტებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რომ ასეთი შრომა გაწიეს და დაიცვეს როგორც ჩვენი ბუნება, ისე მოსახლეობა ამ საფრთხისგან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.