რუსეთი და ირანი ტურისტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებენ

რუსული მედიის ცნობით, რუსეთი და ირანი ტურისტული ჯგუფებისთვის ვიზებს აუქმებენ. 

5-დან 50 კაცამდე ჯგუფებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ უვიზოდ, იმ პირობით, რომ ქვეყანაში 15 დღემდე დარჩებიან. ახალი რეჟიმი პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ირანში ინდივიდუალური მოგზაურობისთვის რუსეთის მოქალაქეებს ვიზა მაინც დასჭირდებათ.

თავდაპირველად, რუსეთსა და ირანს შორის ტურისტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება 2021 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება COVID19-ის პანდემიის გამო გადაიდო.