ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ორშაბათს თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი „განაგრძობს უკრაინაში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას" და ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
მისი შეფასებით, უკრაინაში დღემდე 25 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. „თუ გავითვალისწინებთ დაღუპულებს, დატყვევებულებს, ასევე ათიათასობით დეზერტირს, დაჭრილებთან ერთად 80 000-ზე მეტია“, - თქვა უოლესმა.
მან დასძინა, რომ „ეს მუდმივ გავლენას მოახდენს რუსეთის არმიაზე და შემდგომ მის საბრძოლო ეფექტურობაზე. რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს“.
ბენ უოლესმა ვლადიმერ პუტინი შეადარა „ნარკომომხმარებელს", რომელმაც ევროპის ქვეყნები გაზზე „შესვა“ და ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით კონტინენტზე ერთიანობისკენ მოუწოდა.