კაპიტოლიუმთან განვითარებული პროცესების შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობას ათობით კომპანია წყვეტს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა გერმანულმა „დოიჩე ბანკმა“. წერს NY
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მომავალში ტრამპთან საქმეს აღარ დაიჭერს. ამ ეტაპზე ბანკში დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი აქტივები ინახება. ამერიკაში „დოიჩე ბანკის“ ოპერაციების ხელმძღვანელმა ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები დაგმო.
პრეზიდენტ ტრამპთან ფინანსურ საქმიანობას აჩერებენ ამერიკული ბანკებიც - „სითი-გრუპი“, „ჩეისის“, Bank of America“, „გოლდმან საქსი“, „ვიზა“, „ამერიკან ექსპრესი“ და „მასტერქარდი“. მათ დონალდ ტრამპის მომსახურებაზე გარკვეული დროის განმავლობაში უარი თქვეს.
რესპუბლიკური პარტიის იმ წევრებსაც, რომლებმაც საარჩევნო კოლეგიის შედეგების რატიფიცირებაზე 6 იანვარს უარი თქვეს, მომსახურებას საბაკო სექტორის და სხვა დიდი ბიზნესების წარმომადგენლები უჩერებენ. განცხადებები კომპანიებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს და განაცხადეს, რომ კანონმდებლებს, რომელთა საარჩევნო კამპანიაში ისინი შემოწირულობას გასცემდნენ, პროცესს შეუჩერებენ.
„მარიოტი“, „ეი-თი-ენდ-თი“, „ამაზონი“, „ფორდი“, „ბესთ ბაი“, „ბლუ ქროსიც“ აცხადებენ, რომ უჩერებენ შემოწირულობებს იმ კონგრესმენებს რომლებმაც არჩევნების შედეგები არ დაადასტურეს.
პოლიტიკური დაფინანსება ასევე შეაჩერეს „ამერიკან ეარლაინსმა“, „ბი-ფიმ“ და „კოკა კოლამ“.