ექსკლუზივი
უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოში უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
აშშ სულ უფრო მეტად აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს პოტენციალს
ლეტუვას, ესტონეთს და კიდევ, ფინეთს აქვთ ტრადიცია, რომ თითოეული მოქალაქე მზადაა, რამე გააკეთოს, თუ მათთან შეიჭრებიან. ჩემი აზრით, ასეთი უსაფრთხოების კულტურა საქართველოსაც სჭირდება
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი და 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს
უკრაინა გაიმარჯვებს, ეს კი, საქართველოში უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
_ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა იმ პირთა სია, სადაც სანქცირების მიზნით, პირთა იდენტიფიცირება მოხდა. ახალ სიაში 12 ქართველია. ეს არის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით?
სანქციები, ეს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა. რამდენად უხერხულია (სამარცხვინო, შემაძრწნუბელი - ამ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და რომელი დავტოვოთ) რომ საქართველოს მოსახლეობა, ხალხი, უკრაინის მოსაზღვრე ან შავი ზღვის აუზის ქვეყანა, უკრაინისთვის საფრთხედ აღიქმება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა: მხარს უჭერენ რუსეთს ან აკეთებენ საქმეს, რითაც საფრთხეს უქმნიან უკრაინას.
არ მესმის, საქართველო, მნიშვნელოვანი ხალხი საქართველოში რატომ არ გმობს რუსეთის ქმედებას საჯაროდ? რატომ არ ახდენენ აგრესორად რუსეთის იდენტიფიცირებას? ნაცვლად ამისა, ცდილობენ გვერდზე დგომას. არ მესმის ეს. რა თქმა უნდა, უკრაინის ნაბიჯი, რომ სანქციები დაუწესოს ქართველებს, ერთგვარად, უხერხული გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი აგრესორია და მიუღებელია, რუსეთმა გამოიყენოს თავისი ძალები სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, რაც უკვე გააკეთა მაგალითად, საქართველოს წინააღმდეგ.
ეს ძალიან ნათელია - საქართველოს თუ უნდა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დაბრუნება, მან საჯაროდ უნდა დაგმოს ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, და რა თქმა უნდა, სანქციები... მე ვიცი, რომ სანქციების ნაწილი განხორციელებულია საქართველოს მიერ, რადგან ქართული ბანკები გარკვეულწილად, უნდა იყვნენ შესაბამისობაში ბრიტანულ კანონმდებლობასთან, რაც ნიშნავს, რომ უნდა ასრულებდე სანქციებს, ასე რომ, როდესაც ვინმე მთავრობიდან ამბობს, რომ ჩვენ არ მივმართავთ არავითარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამაში - ეს არ არის სიმართლე.
ამრიგად, თქვენმა მსგავსმა ჟურნალისტებმა უნდა დასვან ასეთი რთული კითხვები... უკრაინა გაიმარჯვებს, დაამარცხებს რუსეთს, დაიბრუნებს ყირიმს, ეს კი, საქართველოში უსაფრთხოების დონეს დაუყოვნებლივ აამაღლებს, მაგრამ მთავრობა აქ ისტორიის არასწორ მხარეს დგას.
_გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლოს.
და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა და ეს, რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი, მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.
მათ (უკრაინელებს.რედ.) სჭირდებათ შორს-მოქმედი ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და ჩვენ უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები.
_რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ის რუსეთის პოტენციური საფრთხის წინაშეა?
პირველ რიგში, საკითხს ასე დავსვამდი - ქართველებმა რა უნდა გააკეთონ? მე ვგულისხმობ: როცა ქართველები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და ეს არ ეხება მხოლოდ იარაღს, ეს ეხება ჯარს, რომელიც არის კომპეტენტური და მზად არის საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად.
ასევე - მედეგი საზოგადოება, რომელიც არ ექცევა კრემლის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. ძლიერი, თავისუფალი მედია, რომელიც არ არის ციხეში გამომწყვდეული მთავრობის კრიტიკის გამო - ეს ყველაფერი არის ძლიერი თავდაცვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი.
_რას ფიქრობთ, სამოქალაქო ოკუპაციის საწინააღმდეგო კონცეფციაზე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ მსავსი რამ. ლიეტუვამ ის სულ ახლახან მიიღო, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე თვეს.
ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან, ლეტუვა, ესტონეთი და კიდევ, ფინეთი, აქვთ ტრადიცია, რომ თითოეული მოქალაქე მზადაა, რამე გააკეთოს, თუ მათთან შეიჭრებიან. ჩემი აზრით, ასეთი უსაფრთხოების კულტურა საქართველოსაც სჭირდება, რადგან მოსახლეობა მცირეა, მეზობლად კი რუსეთია, რომელიც ტრადიციული საფრთხეა და ასეთი რამ გონივრული იქნებოდა.
რაც შეეხება აშშ-ს, ის სულ უფრო მეტად აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს პოტენციალს. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰაბია კავკასიაში, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის და აქვს უზარმაზარი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი. ამიტომ მგონია, რომ აშშ სულ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით.
მე არ ვსაუბრობ აშშ-ის კუთხიდან, მე ვსაუბრობ საქართველოს მხრივ, უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ინვესტიციებისთვის. ავიღოთ ანაკლიის პორტის პროექტი, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული დასავლური ინვესტიციებით და ამერიკასთან კავშირის გაძლიერებით. არ შეუძლიათ ფიქრი მასშტაბურად, შესაძლებლობებზე, ახალგაზრდების მომავალზე. ისინი რომ სერიოზულად ფიქრობდნენ ამაზე, ეს პორტი უკევ გაკეთებული იქნებოდა. ეს ერთი მაგალითია.