Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს.
„ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას.
ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით.
C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი.
2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
ასევე წაიკითხეთ: