რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დათმობაზე წასვლა, მისი ენერგეტიკული შანტაჟის გამო, ევროპას არც მშვიდობას მოუტანს და არც სტაბილურობას, არამედ, მხოლოდ დამატებით პრობლემებს შექმნის.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„თავისი ენერგეტიკული შანტაჟით, პუტინს სურს, დაანგრიოს ევროპის ყველა ოჯახის სტაბილურობა და კეთილდღეობა. ისინი, ვინც დათმობას გვთავაზობენ, მხოლოდ მეტ უბედურებას იწვევენ. პუტინის დამშვიდება უკრაინის გაყიდვით, არის გარიგება ეშმაკთან, რომელიც არ მოიტანს მშვიდობას და სტაბილურობას, - აღნიშნავს კულება.