საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთთან წააგო

საქართველოს საკალათვბურთო ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი ჩაატარა. ბულგარელებმა ანგარიშით - 92:80 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 21 ქულა გოგა ბითაძემ დააგროვა, სამმაგ დუბლს მიუახლოვდა სანდრო მამუკელაშვილი: 13 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. თად მაკფადენმა 19 ქულა მიითვალა.