უკრაინა და პოლონეთი შეთანხმდნენ საზღვრისპირა მილსადენის აშენებაზე, რომელიც უკრაინულ მცენარეულ ზეთს გდანსკის პორტში გადაიტანს.
შესაბამის მემორანდუმს უკრაინამ და პოლონეთმა ხელი უკვე მოაწერეს.
უახლოეს მომავალში უკრაინა და პოლონეთი შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მილსადენისა და ორი ტერმინალის მშენებლობის ტექნიკური მახასიათებლებს შეიმუშავებს.
აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისისთვის უკრაინული მზესუმზირის ზეთი მსოფლიოს 107 ქვეყანაში იყო ექსპორტირებული. საერთო ექსპორტის 37% ევროპაში, 29% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო 14,9% აზიის ბაზარზე.