თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.

როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„კვამლი შევნიშნეთ და მაშინვე დავრეკეთ სამაშველო სამსახურში. ახლა სპეციალური კიბით არიან შესული და აქრობენ ცეცხლს. როგორც ვიცი, სახლში არავინ იმყოფებოდა“, – აცხადებენ ადგილობრივები.

რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.