ახალი შეთანხმების თანახმად, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთს შორის პირადობის მოწმობებით გადაადგილების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა სარაევოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოღანმა განმარტა, რომ ID ბარათებით გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მალე ამოქმედდება.
თავის მხრივ, ბოსნიური მხარის განმარტებით, თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, მათი ისტორიული და კულტურული კავშირები ძლიერია და აღნიშნა, რომ მათ სურთ, გააძლიერონ კავშირები ანკარასთან. ბოსნია და ჰერცეგოვინას სურს, გააფართოოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა თურქეთთან ერთ მილიარდ დოლარამდე.