ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საინვესტიციო ვიზას ის უცხოელი ბიზნესმენი მიიღებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში, ერთბაშად $300 000 ინვესტიციას განახორციელებს. ხელისუფლება საიმიგრაციო კანონში ცვლილებებს ამზადებს.
მინისტრის თქმით, უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზის“ შემოღება, სახელმწიფოს მეთაურის მიმართვის საფუძველზე, „სამართლიანი სახელმწიფოს“ განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული.
გეგმის პროექტი შედგება 109 სისტემური და დარგობრივი ღონისძიებების ერთობლიობისაგან, რომელიც 6 მიმართულებით უნდა განვითარდეს. პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკის სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ხარისხობრივ ზრდას.
პროექტის ფარგლებში „სტრატეგიული ინვესტიციები ქვეყნის მომავალში“ მიმართულებით 37 ღონისძიება განხორციელდება.