უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა, დღეს ბუქარესტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სურს
ნოვაკის განცხადებით, უნგრეთი ენერგორესურსების კუთხით რთულ ვითარებაშია და უფრო მოწყვლადია ვიდრე რუმინეთი, რადგან ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამიტომ ბუდაპეშტი მომავალში „ენერგეტიკული სუვერენიტეტის“ მოპოვებას შეეცდება.
„ჩვენ ვმუშაობთ ენერგოსუვერენიტეტის მოპოვებაზე. მოხარული ვართ, როცა ვხედავთ და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზრდის ენერგიის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას და დამოუკიდებლობის შანსს რუსული ენერგომატარებლებისგან. ამ მხრივ, ჩვენ ასევე გვაქვს რუმინეთის იმედი", - განაცხადა ნოვაკმა.