გამოცემა Defense One აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ბილ ლაპლანტზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ „კრეისერი მოსკვა“ ჩაძირეს.
ბილ ლაპლანტის ცნობით, უკრაინელებმა რუსული გემების ჩასაძირად მოდიფიცირებული Harpoon-ის რაკეტები გამოიყენეს.
ოფიციალურმა პირმა დააკონკრეტა, რომ გამოყენებული საზენიტო რაკეტები Harpoon-ი უკრაინელებს აშშ-ს ერთ-ერთმა მოკავშირემ გადასცა. ამასთან, ლა პლანტეს არ უთქვამს, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების გამოყენებისთვის საჭირო სწავლება მაისის ბოლოს აშშ-ში გაიარეს.
როგორც გამოცემა წერს, ივნისის შუა რიცხვებში უკრაინამ დანიიდან Harpoon-ის რაკეტების მიღების შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს რუსული გემი Spasatel Vasily Bekh. მოგვიანებით კი პენტაგონმა დაადასტურა, რომ ეს გემი ფსკერზე Harpoon-ის რაკეტების დახმარებით აღმოჩნდა.
ლა პლანტმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა Harpoons-ის გამოყენებით კიდევ ერთი რუსული ხომალდი ჩაძირეს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.