პენტაგონი: აშშ-მა გაწვრთნა უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც რუსული ხომალდები ჩაძირეს

გამოცემა Defense One აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ბილ ლაპლანტზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ „კრეისერი მოსკვა“ ჩაძირეს. 

ბილ ლაპლანტის ცნობით, უკრაინელებმა რუსული გემების ჩასაძირად მოდიფიცირებული Harpoon-ის რაკეტები გამოიყენეს. 

ოფიციალურმა პირმა დააკონკრეტა, რომ გამოყენებული საზენიტო რაკეტები Harpoon-ი უკრაინელებს აშშ-ს ერთ-ერთმა მოკავშირემ გადასცა. ამასთან, ლა პლანტეს არ უთქვამს, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების გამოყენებისთვის საჭირო სწავლება მაისის ბოლოს აშშ-ში გაიარეს.

როგორც გამოცემა წერს, ივნისის შუა რიცხვებში უკრაინამ დანიიდან Harpoon-ის რაკეტების მიღების შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს რუსული გემი Spasatel Vasily Bekh. მოგვიანებით კი პენტაგონმა დაადასტურა, რომ ეს გემი ფსკერზე Harpoon-ის რაკეტების დახმარებით აღმოჩნდა.

ლა პლანტმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა Harpoons-ის გამოყენებით კიდევ ერთი რუსული ხომალდი ჩაძირეს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.