ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, 270-ს აღემატება.
ცნობისთვის, ორშაბათს მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.