ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქალაქ ჰო ჩი მინთან კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის დროს, ბარში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან თავის დასაღწევად ოთხი ადამიანი მეორე და მესამე სართულებიდან გადახტნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებებით კლინიკაში არიან გადაყვანილი.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.