სახელმწიფო დეპარტამენტი: ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, რათა პარტნიორების დახმარების გზები განსაზღვროს

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის, ფილიპ რიკერის რეგიონულ ტურნეზე ისაუბრა.

„ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში და სამივე ქვეყანაში შეხვდება მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განიხილოს ძირითადი რეგიონული საკითხები, ასევე განსაზღვროს პარტნიორების დახმარების გზები და უშუალოდ, კონსტრუქციულად ჩაერთოს გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ვედანტ პატელმა.

ფილიპ რიკერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.

25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა.

ასევე ნახეთ