ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ჩავიდა. როგორც ცნობილია, ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ამასთან, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ დააკონკრეტა ეს ქვეყნები, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობებს კონგრესს მისი განზრახვის შესახებ, დაფინანსება ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.

ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.

ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.