აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის, დამატებით $675 მილიონიანი სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით. მისი თქმით,საკონტაქტო ჯგუფის მორი შეკრებაზე განიხილება, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, ერთად იმუშაონ უკრაინული ძალების მომზადებისა და თავდაცვის გაუმჯობესების მიზნით.
„ამ საკონტაქტო ჯგუფს სჭირდება პოზიციონირება უკრაინის მამაცი დამცველების გრძელვადიან პერსპექტივაში დასახმარებლად“, - განაცხადა ოსტინმა, რაც მისივე შეფასებით, ნიშნავს შესაძლებლობების მუდმივ და განსაზღვრულ ნაკადს.
შეერთებული შტატების უახლესი დახმარების პაკეტი უფრო მეტ საბრძოლო მასალას, Humvee-ს ((მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა)
და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს.
ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.