გაერთიანებული სამეფოს დედოფალის ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
„ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებულია აღნიშნული ამბის გამო.