ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან დახურავენ.
„19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ მსგავს ზომებს ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთიც შემოიღებენ.
ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზეზების გამო სურთ.